მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა დაეშვა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე დროშა დაშვებულია

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

სახელმწიფო დროშა დაეშვა, აგრეთვე, საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსეთ-საქართველოს ომში 170 ქართველი სამხედრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.