მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი სურპრიზი „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისგან

ევროვიზია, კონკურსი, თორნიკე ყიფიანი

კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაშლილი საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზია–2020“ ნაცვლად ESC-ს ორგანიზატორებმა ონლაინ–კონცერტის ჩვენება გადაწყვიტეს, რომელშიც 41 ქვეყნიდან მონაწილეთა სიმღერები იქნება წარმოდგენილი „კონკურსის ფორმატის გარეშე“.

ამის შესახებ ინფორმაცია კონკურსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ევროვიზია–2020“–ზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარმოადგენს.

როგორც მოსალოდნელია, შოუს ტრანსლირება სახელწოდებით „ევროვიზია: ევროპა ბრწყინავს“ 16 მაისს 22:00 საათზე დაიწყება. ეს ის დღეა, როდესაც კონკურსის ფინალი უნდა გამართულიყო. ტრანსლაცია დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება.

ორგანიზატორები მაყურებელს უამრავს სურპრიზს პირდება. ცნობილია, რომ წლევანდელი კონკურსის მონაწილეების გარდა შოუში გასული წლების ვარკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას.

კორონავირუსის პანდემიის გამო „ევროვიზიის“ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 18 მარტს მიიღეს. ასეთი გადაწყვეტილება პირველია კონკურსის 65–წლიან ისტორიაში.