მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორ-სამ კვირაში სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება“ - ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, სავარაუდოდ 2-3 კვირაში ყველა შეზღუდვა ეტაპობრივად მოიხსნება. 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა თვითდამშვიდებას უნდა მიეცეს.

ინფექციონისტის თქმით, მთავარი მიღწევა, დადებითობის 3%-იანი მაჩვენებლი არ უნდა დაიკარგოს და ამას მოსახლეობამ ხელი არ უნდა შეუწყოს.

„რაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო საქართველომ, იმის შემდეგ ყოველ კვირაში ან ყოველ ორ კვირაში ახალი შეზღუდვის მოხსნა ხდება. ვფიქრობ, ეს გაგრძელდება. მთავარია, რომ მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, არ დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში. ის, რომ ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მე ვიტყოდი პირდაპირ – კარგია, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საგანი და ის, რაც მოსახლეობამ ასე თუ ისე გაითავისა მაღალი პასუხისმგებლობა და პრევენციული ზომების დაცვის აუცილებლობა, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა. აი, ამაზე ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება“, - განუცხადა პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმას სხვების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“ - ცერცვაძე

✔️ „საქართველო მარტის თვეში კიდევ 214 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს“ - ცერცვაძე