მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორი სპეცრეისით დღეს ევროპიდან 250-მდე მოქალაქე დაბრუნდება

თვითმფრინავი ცაში

ორი სპეცრეისით, ვარშავა-თბილისი, ბერლინი-თბილისი, დღეს საქართველოში 250-მდე მოქალაქე დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიმართულებები, სადაც საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მაღალია",- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ქვეყანაში დაბრუნებული ყველა მოქალაქე ორი კვირით საკარანტინო სივრცეებში მოთავსდება.

საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნდებლად დამატებითი სპეცრეისები აპრილში ეტაპობრივად შესრულდება.