მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოთარ ანგურიძე: დარწმუნებული ვარ, მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი გამოეხმაურება და ჩაერთვება ამ სოციალურ კამპანიაში

ექსპერტი ოთარ ანგურიძე საქსტატის მონაცემებზე

„დარწმუნებული ვარ მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი გამოეხმაურება და ჩაერთვება ამ სოციალურ კამპანიაში“,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს სახელმწიფომ კორონავირუსის მიმართ მსოფლიოში ყველაზე პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აჩვენა, რაც შესაბამის ქმედებებშიც ვლინდება. დარწმუნებული ვარ მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება 3 თვის განმავლობაში საკუთარი ხელფასების 1/3-ის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვას, ბევრი ადამიანი გამოეხმაურება და ჩაერთვება ამ სოციალურ კამპანიაში”,- აღნიშნავს ანგურიძე.