მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოზონის შრე და მისი დაცვა საქართველოში“ - ეკოლიდერებისთვის ვებინარი ჩატარდა

ეკოლიდერებისთვის ლექცია ჩატარდა

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ეკოლიდერებისთვის” და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ვებინარი „ოზონის შრე და მისი დაცვა საქართველოში“ ჩატარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე ვენის კონვენციის 35 წლის იუბილეს და ოზონის შრის დაცვის 35-წლიან საერთაშორისო თანამშრომლობას და მიღწეულ წარმატებებს მიეძღვნა.

უწყების ცნობით, დისტანციური შეხვედრა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

ვებინარზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ვრცლად ისაუბრა ოზონის შრის გათხელების პრობლემის არსზე და ოზონის შრის დაცვისა და აღდგენის წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე.

მომხსენებელმა აუდიტორიას მსოფლიოსა და საქართველოში ოზონის შრის დასაცავად განხორციელებული და დაგეგმილი ქმედებები გააცნო და ამ კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ახალგაზრდებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ვებინარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამის” ორგანიზებით ჩატარდა.

ინფორმაციისთვიის, 1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმის ხელმოწერასთან დაკავშირებით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და ეს დღე მსოფლიოს 197 ქვეყანაში აღინიშნება. წელს, ოზონის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნავს მონრეალის ოქმის შექმნის 35-ე წელს. ეს დღე მთელ მსოფლიოს შეგვახსენებს, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ ზრუნვა ოზონის შრის დასაცავად ჩვენი და ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისთვის.

1996 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ვენის კონვენციას ოზონის შრის დაცვის შესახებ და მონრეალის ოქმს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებათა შესახებ. ქვეყანამ უკვე გადადგა ნაბიჯები ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების - ქლორ-ფტორ-ნახშირბადებისა და წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარების შემცირების კუთხით. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ამ ვალდებულების შესრულებაში.