საზოგადოება

პაატა იმნაძე: ასეთი კარგი კოორდინაცია არ მინახავს, ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია ნებისმიერი უწყებისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 2020
15:57 28.03
დაკოპირებულია

„დიდი სიამოვნებით მივიღებ ყველას რჩევას, ნუ მეკეკლუციებიან ტელევიზიებით, ყველამ იცის ჩემი ნომერი, მომწერონ და ყველას რჩევას გავითვალისწინებ, თუ საქმიანი რჩევა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს საკმაოდ კარგი კოორდინაციაა ყველა უწყებასთან და ყველაფერი კეთდება:

„უნდოდათ ტესტები რომ ყოფილიყო ბაზარზე, აი, ბატონო, არის ტესტები, იკეთონ და იყვნენ. არ შემიძლია ლექციების კითხვა. მესმის, რომ თქვენ უნდა დასვათ ის კითხვები, რაც საზოგადოებას აქვს. გააჩნია კიდევ რომელ საზოგადოებას აქვს, მაგრამ თქვენ უნდა დასვათ ეს კითხვები, მერე მე ამას ყველაფერზე უნდა ვუპასუხო, მაგრამ საქმე მაქვს გასაკეთებელი. ყველაფერი რომ მორჩება, მერე ვთქვათ. მე ყველაზე უფრო მეტად შემეშინდა, ყველამ ერთხმად ქება რომ დამიწყო. მაშინ მივხვდი, რომ ეს არის ორგანიზებული. იცით რამდენი რამე მაქვს ცხოვრებაში ნანახი? ორგანიზებული ქება რომ დაიწყო, მაშინ მივხვდი, რომ ცუდად არის საქმე. არ შეიძლება ყველა ყველაფრისტი იყოს, არ შეიძლება ყველა ყველაფერს აკეთებდეს. დამისვით კითხვები, რაც მე მეხება, რამდენი კონტაქტი მაქვს მოსაძებნი დღეს ბოლო შემთხვევების და იმის წინა შემთხვევების, სად უნდა ვეძებო ეს კონტაქტები, როგორ უნდა გამოვიკვლიო ეს კონტაქტები, ეს არის ჩემი საქმე დღეს. მე ამ საქმეში დიდი ხანია ვარ, ასეთი კარგი კოორდინაცია არ მინახავს. ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია ნებისმიერი უწყებისთვის, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, კეთდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანრმთელდა, 2 ივნისი 2020 წ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10-მა პა...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტი...
10:11
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებ...
47 წუთის წინ
ბადრი ვადაჭკორია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. „15 ივლისიდან ნებისმიე...
52 წუთის წინ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს...
56 წუთის წინ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ ს...
11:35
სამომხმარებლო სესხი Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკ...
აქ, Tbccredit.ge-ზე, ახლა სამომხმარებლო სესხის აღება უკვე დისტანციურად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი...
"მწვანე კვირეულის" კამპანია 2 ივნისიდან...
ევროკავშირი, 2 ივნისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრ...
ზღვისუბნის მაჟორიტარმა აღსაზრდელებისთვის...
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვისუბნის მა...
კერძო ექსპერტი: ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გა...
აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია, იგივე სუნთქვის გაძნელე...