მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: აცადეთ მუშაობა ადამიანებს, რომლებსაც პაციენტები ანალიზის დროს სახეში ახველებენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე 2020

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნახეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, საერთოდ უკეთებენ თუ არა ტესტს ავადმყოფებს. ხშირად, იციან, რომ ავადმყოფია და ეუბნებიან სახლში დარჩითო. ეს ხდება უმდიდრეს ქვეყნებში. ჩვენ ყველას, ვისაც კი სჭირდება ვუკეთებთ ტესტს. ჩემი ახალგაზრდა თანამშრომლები, რომლებსაც პაციენტები სახეში ახველებენ, უშიშრად მუშაობენ",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორისა მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მან მოუწოდა ყველას თავი დაანებონ სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანას და მისცენ მათ მშვიდად მუშაობის საშუალება.

"მათ არაფერის არ ეშინიათ. წარმოიდგინეთ, პაციენტებს ხახაში უნდა ჩათხარონ ჩხირები, რომ ანალიზი აუღონ და ამ დროს პაციენტები სახეში ახველებენ. აცალეთ მუშაობა ამ ადამიანებს. ისინი ყველაფერს აკეთებენ",-აღნიშნა პაატა იმნაძემ.

როგორც მან განაცხადა, არ იქნება არც ერთი შესაძლო შემთხვევა, რომელიც კორონავირუსზე გამოკვლევის გარეშე დარჩება.