საზოგადოება

პაატა იმნაძე: ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ, ბევრი რამე ვიცი, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ვაფრთხილებ, დაეტიონ თავის ადგილზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი
15:40 28.03
დაკოპირებულია

„მე პოლიტიკოსი არ ვარ. მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა, თავი დამანებონ სულ ყველამ, რადგან ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველამ თავი დაანებოს ტელევიზიებში კეკლუცობას, ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დრო, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო:

„თავი დამანებონ, რადგან იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ და დაეტიონ თავის ადგილზე, სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება. იციან ძალიან კარგად, ვისზეც ვილაპარაკებ. ყველა ეპიდემიოლოგი გახდა ამ ქვეყანაში, რაღაც ვიცით ჩვენც რა. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ რჩევებით, უფრო უჭირთ. ყველასგან მივიღებ რჩევას, მაგრამ ჩვენი გუნდია, მარტო კი არ ვმუშაობ. ხათუნა ზახაშვილი ერთ-ერთი უძლიერესი ეპიდემიოლოგია. აქ მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველას რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ კეკლუცობას ტელევიზიებში. ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დრო, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. ხომ არ დავიწყებ ღია გაკვეთილებს. ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როდესაც საქართველოში ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე ამის დრო არ მაქვს, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ვატარო ყველა მსურველისთვის. სამწუხაროდ, არ მაქვს დრო, სხვა დროს სიამოვნებით გავაკეთებდი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანრმთელდა, 2 ივნისი 2020 წ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10-მა პა...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტი...
10:11
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა COVID-1...
11:56
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებ...
11:54
ბადრი ვადაჭკორია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. „15 ივლისიდან ნებისმიე...
11:48
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს...
11:45
დაკავებული ადამიანი ზურგით საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ბათუმში თუ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ ს...
ხანგოშვილის მკვლელობა – გერმანიას საქმის...
გერმანელი გამომძიებლები დღემდე ელოდებიან რუსეთისგან პასუხებს გაგზავნილ კითხვებზე...
კადიროვი აღშფოთებულია „აშშ–ში ადამიანის...
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გაეროს მიმართავს, წინ აღუდგეს აშშ–ში ადამიანის უ...
"მწვანე კვირეულის" კამპანია 2 ივნისიდან...
ევროკავშირი, 2 ივნისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრ...