მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: დიახ ჩვენ ახლა პიკში ვართ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 2020

დაავადებათა კონტროლის სამედიცინო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მასობრივ ტესტირებასა და ვირუსის პიკურ სეზონზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ახლა პიკია, თუმცა ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და გამოვლენილი შემთხვევების როდენობა ასეულებს არ აღწევს.

დაავადების კონტროლის მართვის მთავრ მექანიზმად, იმნაძემ ხელისუფლებასთან ერთად გატარებული ღონისძიებები დაასახელა. ამასთან მან საზოგადოებას სახლში დარჩენა ისევ სთხოვა და იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის ფონზე სიტუაცია არ გამწვავდება.

იმნაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი მკურნალობას სახლში საკუთარი სურვილით განაგრძობს. მედიკოსის თქმითვე საქართველოში კოვიდინფიცირებულები სახლში იმ შემთხვევაში იმკურნალებენ თუ კლინიკებში ადგილი არ იქნება.

რაც შეეხება ტესტებს, დაავადებათა კონტროლის სამედიცინო ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალ ვირუსს მხოლოდ ტესტებით არ ებრძვის.

მისივე თქმით, ბოლო ორ დღეში მასობრივი ტესტირებით გამოვლენილი შემთხვები გასული კვირაში გაუთვალისწინებელი რეკომენდაციების შედეგია.

26 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაცვლილია 6 პირი ხოლო გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი.