მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: დიდი თავყრილობები მთავრობამ შეიძლება აკრძალოს, მზად უნდა ვიყოთ

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020

"რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, პირველ რიგში ეს არის ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. დადგება მომენტი, როცა ეს შეიძლება გახდეს გასაკეთებელი",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მზადყოფნის დონე მაქსიმალურად უნდა აიწიოს და ამაში მოსახლეობაც აქტიურად უნდა ჩაერთოს.

"ეს ეხება, როგორც სამედიცინო სამსახურებს, ასევე არასამედიცინო ღონისძიებებს. ჩვენი რჩევაა, გარდა იმისა, რომ სისტემები იყვნენ მზად, მოსახლეობაც უნდა მოემზადოს რომ შეზღუდვები გაიზრდება. რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, პირველ რიგში ეს არის ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. დადგება მომენტი, როცა ეს შეიძლება გახდეს გასაკეთებელი. ამიტომ, ამისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ. დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს. ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე",- განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვამ კორონავირუსი პანდემიად გუშინ გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით სულ 24 პაციენტია ინფიცირებული.