მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: მრევენ პოლიტიკაში, თავი გამანებონ, თორემ ავლაპარაკდები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს მისი პოლიტიკაში გარევა სურს.

იმნაძეს ამ ადამიანების ინაობა არ დაუსახელებია, თუმცა მისი მისამართით გაკეთებული კონკრეტული განცხადებისგან თავის შეკავება ურჩია.

"მრევენ პოლიტიკაში, არ მინდა. თავი გამანებონ, იმიტომ, რომ ბევრი რამ ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, არა? თავი გამანებობ, ნუ მრევენ პოლიტიკაში. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? იმიტომ, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჩემი ძმაკაცი იყო. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები. ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ, დაეტიონ თავის ადგილას და დარჩნენ სახლში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.