მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან კავშირში არ არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე

„მობილობის შემცირების ტერმინი საზოგადოებას ხშირად არ ესმის ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ოჯახისა და ერთი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეხვდნენ სხვა ოჯახისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ევროპის ბევრი ქვეყანა უკვე მკაცრ „ლოქდაუნზე“ გადადის, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია არის დაწყებული.

„იცით, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება და „ლოქდაუნი“ ცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია არის დაწყებული, მაგალითად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან კავშირში არ არის. შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი უნდა იყოს ვაქცინაციის დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანა თებერვლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ლევან რატიანი: ჩემი ოჯახი ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს

„ვაქცინა იმედის წყაროა, მომავალ თვეში ველით, რომ „კოვაქსი“ მიწოდებას დაიწყებს“ - გებრეიესუსი

„ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა“ - ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს