მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანკისში შშმ პირი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით დააკავეს

ხელბორკილიანი

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით დააკავეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მას უკვე შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. 32 წლის კაცს ამერიკელ მოქალაქესთან მომხდარი ინციდენტის გამო ედავებიან.

დაკავებულის ადვოკატის, ლალი ჩაველაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული უცხოელს ბაწარას ხეობაში იმ დროს შეხვდა, როცა ის ტურისტული მარშრუტით იმყოფებოდა.

მისივე თქმით, დაკავებული შშმ პირია და გონებრივად აქვს ჯანმრთელობის უმძიმესი დიაგნოზი. აქედან გამომდინარე, მას გაცნობიერებული ვერ ექნებოდა, თუ დანაშაულს ჩადიოდა. ამიტომ, სასამართლო პროცესზე მისი აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა. რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

კაცის გათავისუფლების მოთხოვნით, 24 სექტემბერს ოჯახი და თანასოფლელები პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქციას გამართავენ.