მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი კარავი გაშალეს

კარვის გაშლა პარლამენტთან

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი კარავი გაშალეს. კარვის გაშლისას სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

მცირედი ხმაურის შემდეგ, აქტივისტებმა რიგით მეთხუთმეტე კარავი მაინც გაშალეს.

აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ადგილზე დარჩებიან და ხვალიდან პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო.

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას გეგმავს.