მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარტია საარჩევნოდ ვერ დარეგისტრირდება სიის ოთხეულში განსხვავებული სქესის გარეშე

გენდერული კვოტირება

2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ისეთი პარტიული სია უნდა წარადგინოს, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება. ცვლილება „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები არიან არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი.

კანონპროექტით, სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლების რაოდენობა 2028 წლის შემდეგაც გაიზრდება.

კერძოდ, 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, საპარლამენტო არჩევნებში პატრიამ ცესკო-ს ისეთი პარტიული სია უნდა წარუდგინოს, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

2032 წლამდე საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაანაცვლებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ;

2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;

საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი).