მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანის არის, მათ შორის, ჩემიც“ - გამყრელიძე ახალციხელი მედდის გარდაცვალებაზე

ამირან გამყრელიძე

„ისე, როგორც მე განვიცდი ამ შემთხვევას, არ მგონია, რომელიმე ადამიანი განიცდიდეს,“ - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ახალციხელი მედდის გარდაცვალებაზე.

„პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანის არის, მათ შორის, ჩემიც, ჩვენი ცენტრის პასუხისმგებლობაც არის, თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობაც არის, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ვარაუდობს, რომ მის მსგავსად ამ ტრაგიკულ შემთხვევას არავინ განიცდის.

„იმიტომ, რომ მე ექიმი ვარ და მინახავს ამ ტიპის ბევრი გართულება ქვეყანაში და მინახავს, სამწუხაროდ, ფატალური დასასრულითაც, აქედან გამომდინარე, ექიმები ცოტა სხვანაირად განვიცდით ამას,“ - აღნიშნავს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 მარტს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რაიონული ამბულატორიების ნაცვლად, მრავალპროფილური კლინიკების დონეზე გაგრძელდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔺 „მეგი ბაქრაძის საქმეზე რეგულირების სააგენტომ პირველადი მოკლვლევით დარღვევა ვერ დაადგინა“ - ჯანდაცვის მინისტრი

🔺 „მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში დგას ვალდებულება, რომ ადგილზე იყოს რეანიმატოლოგი“ - ტიკარაძე

🔺 ამირან გამყრელიძე: თვითონ მეგიმ მოუწოდა მოსახლეობას რომ აცრილიყვნენ ამიტომ, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს

🔺 „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი“ - ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი

🔺 „ამის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს“ - ტიკარაძე თანამდებობის დატოვების შესახებ