მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატარებს ბავშთა დაცვის დღე საჩუქრებით მიულოცეს

ქედა 1 ივნისი

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ადამიანისთვის ადამიანი" მხარდაჭერით და ქედის მერიის ორგანიზებით, დღეს 5 ოჯახში - ხანძრით დაზარალებულ, ობოლ და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ პატარებს ,საჩუქრებით მიულოცეს ბავშვთა დაცვის დღე.

„ჩემო პატარებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ლაღ და ბედნიერ ბავშვობის წლებს!... დღეს, მქონდა შესაძლებლობა 9 წლის მაგდა მიქელაძისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პატარებისთვის, მოხალისეებთან ერთად პირადად მიმელოცა და გაგვეფერადებინა ეს მნიშვნელოვანი დღე!. განსაკუთრებული მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ადამიანისთვის ადამიანი", რომლის მხარდაჭერით შევძელით დღეს პატარების გახარება! ვულოცავ ყველას კიდევ ერთხელ და გისურვებთ მშვიდობიან, საინტერესო და ფერად მომავალს!“ - პატარებს ქედის მერმა ლევან გორგილაძემ მიულოცა.