მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატიმრების მშობლები პარლამენტთან აქციას მართავენ

ვიდეოგრაფების აქცია პარლამენთან

დღეს, 22 სექტემბერს პატიმრების მშობლები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით საავტომობილო გზის გადაკეტვას შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ცნობისთვის, პატიმრების მშობლები პარლამენტის შენობასთან დაახლოებით 2 კვირაა საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნით შიმშილობენ.