მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია II: ეს მოვლენები, გაჭირვება ხელს გვიწყობს, რომ ავმაღლდეთ

პატრიარქი სამების ტაძარში

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

"მინდა, გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს არის ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისაა, ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მიზნით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება", - აღნიშნა ილია მეორემ.