მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქი: მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში

სრულიად საქართველოს პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

„საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.

ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს.

შევთხოვ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი“,- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.