მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქი: რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ყველაფერი დაინგრევა

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს წმინდა ილია მართლის დღესასწაული მიულოცა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიო განსაცდელშია, თუმცა „ღვთის ძალით ყველაფერი დაინგრევა“.

„ჩვენ დღეს განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რათა თაობათა შორის იყოს კავშირი. უფროსმა თაობამ ახალ თაობას თავისი გამოცდილება, საქმე უნდა გადასცეს. პატივი სცენ მამასა და დედასა, უფროს თაობას, რათა დღეგრძელნი იყვნენ. ღმერთმა გაგაძლიეროთ.

ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაინგრევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და მსოფლიოს მფარველი“,- განაცხადა პატრიარქმა.