მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

„შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს“, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.

ილია მეორის თქმით, თვითმკვლელობაზე აზრები ეშმაკისეულია. მისივე თქმით, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სასუფევლის მკვიდრი გახდეს.

„ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს, შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროს, რთულ დროს. უნდა გქონდეთ სახლში ნაკურთხი წყალი, ნახშირი, საკმეველი და აუცილებლად ყოველ დღე უნდა ასხუროთ თქვენი საწოლი, თქვენი ოთახი, ეზო, უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და საქართველოს მფარველი“, - აღნიშნა პატრიარქმა.