მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქი მაიკ პომპეოს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პატრიარქი მაიკ პომპეოს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

სახელმწიფო მდივანი საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს ჩამოვიდა.

მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი ამერიკაში, დავით ბაქრაძე და ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

მაიკ პომპეომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს.

შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით“, - წერია ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდზე.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი იუწყება, შეხვედრის დაწყებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელმაც, თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო.

„შეხვედრას დაესწრნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები“, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის კადრები (ვიდეო)

👉 მაიკ პომპეო გიორგი გახარიას ხვდება