მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქს არჩევნებში ხმის მისაცემად გადასატან ყუთს მიუტანენ

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წელს არჩევნებზე ხმის მისაცემად უბანზე არ მივა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალური ქსელით ავრცელებს.

მისი თქმით, ილია მეორეს გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიუტანენ.

„საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხვალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მოიტანენ. კადრებს გაავრცელებს ტელევიზია „ერთსულოვნება“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები, ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30 და პროპორციული სიით 120 წევრი შევა.