მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატრიარქს მოვუწოდებ ჩემი ძმის მიმართ ჩადენილი დანაშაული შეინანოს“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დღის წესრიგში პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი დადგება. 

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, თავისი კანდიდატურა კიდევ ერთხელ დააყენოს და თავისი ბერკეტები გააძლიეროს, მაგრამ თუ კი ეს ასე მოხდება მოუწოდებს ილია მეორეს მისი ძმის წინაშე ჩადენილი დანაშაული შეინანოს.

„კათოლიკოს პატრიარქს მოვუწოდებ შეინანოს ის დანაშაული და უკანონოდ გამოკეტა საპატიმროში. შეინანოს და თუ სურთ, რომ გადადგეს, ამის შემდეგ გადადგეს.

ფორმალურ წევრებს მოვუწოდებ, რომლებიც პირად საუბრებში აღიარებენ, რა მძიმე დანაშაულებები ხდება, მოვუწოდებ ამ ადამიანებს ხმა ამოიღონ“, - განუცხადა „რუსთავი 2“ -ს მამალაძემ.

ინფორმაციისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პეტრე ცაავა: პატრიარქი უნდა გადააყენოს და განკვეთოს რჯულის კანონმა

✔️ „ვინც არ უნდა მოვიდეს, უბრალოდ სხვა სახე იქნება, აზროვნება ერთი - შორენა თეთრუაშვილის ბეჭედი“ - მღვდელმონაზონი ანდრია სარია

✔️ „საშიშად მიმაჩნია თუ სინოდი პოლიტიკურ პრიზმაში გააკეთებს რაიმე სახის განცხადებას გარეჯთან დაკავშირებით“ - ანალიტიკოსი