მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ევაკუაცია პეკინზე კორპუსიდან

თბილისში, პეკინის გამზირზე, კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, პეკინის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მისამართზე გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფები და დაიწყეს ქრობის აქტიური სამუშაოები. მორეაგირე ჯგუფის გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე და არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც.

მისამართზე მისვლისთანავე დაიწყო კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით, დროულად მოხდა მოქალაქეების, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვნის გამოყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა .