საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყო, ასევე, სავარჯიშო, კალათბურთისა და ჭადრაკის სათამაშო სივრცე. დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთი, LED განათების ქსელი და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება.
მათი თქმით, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.
„ფანასკერტელის ქუჩაზე, N11 კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო.
ახლა ჩვენ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ახალ, კეთილმოწყობილ და გალამაზებულ სივრცეს შევქმნით, სადაც მოსახლეობა შეძლებს სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში დასვენებასა და გართობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
ცნობისთვის, სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ახორციელებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 788 906 ლარი.
ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნი ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
„არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ იყო მოულოდნელობა, რაც მოხდა“,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.
ასთმის საწინააღმდეგო ინჰალატორში არსებულ სტეროიდს კოვიდ 19-ის მწვავე სიმპტომების თავიდან აცილება შეუძლია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.