მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის მემორანდუმი გაფორმდა

შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, ლევან კაკავამ და ლევან ჩიკვაიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმების მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე პირთათვის საზღვრის კვეთისას, გამარტივებული საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და ზედამხედველობის განხორციელება, ასევე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ინფორმაციის წინასწარი დამუშავების უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის პროექტის (SECUREX) ფარგლებში, ჩართულია წინასწარი საბაჟო დეკლარირების ელექტრონულ სისტემაში, რომელიც საფოსტო ადმინისტრაციებსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს შორის, გზავნილების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაცვლას ითვალისწინებს. ახალი პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო სისტემაში იმპლემენტაციას, მსოფლიო საფოსტო კავშირის ტექნოლოგიების ცენტრისა და „UNCTAD“-ს ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ფოსტის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები განახორციელებენ“, - აცხადებენ ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

შეხვედრისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მხარეებთან მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა გაამარტივებს ორ უწყებას შორის ინფორმაციის წინასწარი დამუშავების შესაძლებლობას.

„აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება, შეამცირებს საბაჟო ფორმალობების და პროცედურებისთვის საჭირო დროს. ამასთან, მაღალი სტანდარტით მომსახურება უზრუნველყოფს თითოეული გზავნილის ადრესატამდე დროულ მიტანას, რაც განაპირობებს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფოსტის წარმატებას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“,- განაცხადა ლევან კაკავამ.

აღნიშნული პროექტის საპილოტე პროგრამის გაშვება 2021 წლის იანვრიდან იგეგმება.