მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის გადახდის ვადა 16 ნოემბერს იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ფიზიკური პირების ქონებაზე/მიწაზე და საწარმო/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა 16 ნოემბერს იწურება.  ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

„აქვე გაცნობებთ, რომ თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2019 წლის მიხედვით აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის (ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი - 02.11.2020) ვალდებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კიდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.