მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოცხოეწერში დასუფთავების აქცია გაიმართა

ფოცხოეწერი

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, მოადგილე ვალერი ბასარია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია მონაწილეობდნენ.

გაეროს გადაწყვეტილებით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება.