მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირბადის არ გამოყენებისთვის უკვე დაჯარიმდებით - კანონი ძალაშია

პირბადიანი გოგო

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმის დაწესებაზე კანონი უკვე ამოქმედდა. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა".

კანონის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.   

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. 

დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

კანონში მითითებულია, რომ ის უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამასთან, კანონში არის ჩანაწერი, რომ  პირბადის ტარების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.