პირველი მარტიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
„გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2021 წლის ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.
ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, დადგენილი კომპეტენციის ზღვრები, სწავლის საფასური და სხვა დეტალები. ცნობარში ასევე მითითებულია გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge და ფეისბუკგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.
ცენტრი სთხოვს ყველა აბიტურიენტს, არ ენდოს გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს“,- ასე პასუხობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელა მარკსოვამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ და ელჩის მოადგილემ იანა გაშპარიკოვამ ზაჰესის ჰიდროექეტროსადგური დაათვალიერეს. სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენარაცია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩეხური კომპანია, რომელიც საქართველოს ენერგობაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან.
საქართველოს პრეზიდენტსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადალახვა მიულოცა და ხაზი გაუსვა 19 აპრილის შეთანხმებაში საქართველოს პრეზიდენტის როლს.