მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი მარტიდან საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ

თბილისის ახალი საბავშვო ბაღები

როგორც საჯარო, ასევე, კერძო საბავშვო ბაღები პირველი მარტიდან მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მინისტრის თქმით, საბავშვო ბაღების თანამშრომლები სავალდებულო ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ გაივლიან.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ ბაღებთან დაკავშირებით. ეს ეხება როგორც კერძო, ასევ,ე საჯარო ბაღებს. ბაღები საქმიანობას სრულად აღადგენენ პირველ მარტს.

განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20% სავალდებულო ტესტირებას გაივლის ზუსტად ისევე როგორც ეს სკოლებში გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან აღდგება

🔴 რესტორნები ბათუმში პირველი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან გაიხსნება

🔴 სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან განაახლებენ