მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი ნოემბრიდან 10 მიმართულებით ფრენები აღდგება

თვითმფრინავი

პირველი ნოემბრიდან საქართველოდან რეგულარული რეისები კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება. შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 19 ოქტომბერს შევიდა.

2020 წლის 1 ნოემბრიდან კი თბილისის აეროპორტიდან შეძლებთ, რომ ისარგებლოთ შემდეგი პირდაპირი რეისებით:

  1. დოჰა
  2. ვარშავა
  3. ათენი
  4. ამსტერდამი
  5. ვენა
  6. ბერლინი
  7. მილანი

2020 წლის 1 ნოემბრიდან კი იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე შეძლებთ ფრენას, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან.

მიმართულებები:

  1. კატოვიცე
  2. ვილნიუსი
  3. დორტმუნდი

ცნობისთვის, 15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენები დაემატება.