მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწილობრივ აღდგება

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები სკოლებში სიარულს აღადგენენ, ხოლო გორსა და ფოთში სკოლებში სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლისთვის აღდგება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა სხვა ადგილებში, სადაც დღეს სკოლებში დაშვებულია სწავლა, მშობლებს უფლება ექნებათ აირჩიონ სწავლის დისტანციური მოდელი“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება აჭარის რეგიონში, სადაც აგრეთვე აიკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და 22:00 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობა.