საზოგადოება

პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა

ცესკოს შენობა ახლოდან
18:12 30.06
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის მონაწილეობის წესი შეიცვალა. პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე ძალაშია, - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნაცვლად ძველი რედაქციით გათვალისწინებული 25 000 ხელმოწერისა.

„შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად, პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივლისისა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, მოქმედებს გამონაკლისი, რომლის შესაბამისად, პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდება:

  • ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია
  • ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო
  • აგრეთვე, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.

ამ დროისთვის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას ახორციელებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება. ცესკომ უკვე მიაწოდა ექვსივე პარტიას ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების შესახებ.დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე ლუკაშენკო

ლუკაშენკო მეექვსე ვადით არჩევისთვის ემზა...

ბელარუსში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝᲡ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲔᲑᲐ. ცვლილების შესაძლე...
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს....
32 წუთის წინ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეო მიმართ...
11:55
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი შესრულდა. თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისს 17...
11:47
4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკი...
10:32
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 ივლისი 2020 წ. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტ...
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი განიკურნა. 4 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონ...
10:21
პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებ...
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიიდან საქართველოს სა...
დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამ...
ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიცი...
შინაგან საქმეთა სამინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მ...