მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: 1800 დევნილი ოჯახი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას

საქართველოს პრემიერი 2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა წლის ბოლომდე, დევნილებისთვის ბინების ასაშენებლად 150 მილიონ ლარს გამოყოფს.

მისი თქმით, 1800 დევნილი ოჯახი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას.

"ხშირად იყო მოსაზრება, რომ ჩვენი დევნილები ყურადღების გარეშე დაგვრჩნენ. ჩვენ ახლა ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ. მთავრობა 150 მილიონ ლარს მიმართავს წლის ბოლომდე, იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის, დამატებით 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1 800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით, პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანიებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.