მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი ახალ წელზე: ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც უნდა ვიზრუნოთ 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღირსეული პარტნიორი 2020-ზე

„წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, რა თქმა უნდა, მოქალაქეების ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობაზეც უნდა ვიფიქროთ. დაახლოებით, 1 წელია უკვე ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისში ვართ“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, შეზღუდვების 10 დღიანი შემსუბუქების პერიოდში ძირითადი შეზღუდვები მაინც ძალაში რჩება, რადგან ადამიანების მობილობა არ გაიზარდოს. ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ის დაწესებულება, რომელიც ამ 10 დღის განმავლობაში გაიხსნება.

„სამ კვირაზე ოდნავ მეტი საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები რეალურად აგდებს მობილობას. შემსუბუქების პერიოდში უმკაცრესად გაკონტროლდება ყველა ის დაწესებულება, რომელიც გაიხსნება. 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე უქმე დღეები იქნება, 15 იანვარი პარასკევია, რასაც 18 რიცხვამდე შაბათ-კვირა ებმება. ამას თავისი დატვირთვა აქვს, ფაქტობრივად ადამიანებს 3 კვირა აქვთ, რომ თავიანთი გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ.

შემსუბუქების პერიოდში რამდენიმე სისტემურ შეზღუდვას მაინც ვინარჩუნებთ. ეს არის მაგალითად 21:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა, რესტორნების არ გახსნა, რაც მობილობის გარკვეულ დაბალ დონეს შეინარჩუნებს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

რა შეზღუდვები არ იმოქმედებს ახალი წლის პერიოდში?

ცნობილია, როდის განაახლებს მუშაობას მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - სია