მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ არა „ლოქდაუნი“

პრემიერი ბრიფინგზე

მთავრობა ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება მოსალოდნელია, მაგრამ მკაცრი, სისტემური შეზღუდვები, რომელიც ეკონომიკას კიდევ დააზარალებს, არ იქნება.

„ქვეყანაში, სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, რადგან პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს ნებისმიერ წარმატებას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მივაყენებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა განმარტა, სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი რეკორდულად იზრდება და ევროპის 8 ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა.

მან მოსახლეობას ღია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ნებისმიერ სივრცეში, რადგან პირბადის გამოყენებასა და ვირუსის გავრცელების შენელებას შორის პირდაპირი კავშირია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 19 810 და გარდაცვლილია 285 ადამიანი.

აგრეთვე დაიაგინტერესებთ:

👉 გიგა ბოკერია: „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს

👉 ეკატერინე ტიკარაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ გვჭირდება

👉 უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის ვადა გახანგრძლივდა