მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: კულტურის სფეროს წარმომადგენლები შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაში ჩაერთვებიან

საქართველოს პრემიერმინისტრი ფოთში

„20 მილიონი ლარით შემცირდა კულტურის ბიუჯეტი, ისევე, როგორც შემცირდა ყველა მიმართულების“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.

პრემიერის თქმით, კულტურის წარმომადგენლებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული გეგმები.

„მუშავდება პროგრამები, როგორ ჩაერთონ ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლები შიდა ტურიზმის რეკლამირების ნაწილში და თბილისის მერიასთან ერთად ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები ჩატარდება“, - განაცხადა პრემიერმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ის ანგარიშით წარსდგა.