მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ნოემბერში გარკვეული მიმართულებით ფრენები აღდგება

თვითმფრინავი

დღეს, 15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და მასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების მოხსნა-დაწესებაზე ისაუბრა.

მან ასევე ისაუბრა საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

„პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენები დაემატება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ეს ფრენები გახლავთ პარიზის და მიუნხენის მიმართულებით.

„პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით დამატებითი რეისების დაწესება, რაც ბევრ საკითხში დაგვეხმარება.

ნოემბერში ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება, როგორც თბილისიდან ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით“, - დასძინა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა.