მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომელი კომპანიები შეძლებენ ონლაინ–გაყიდვებს

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

"მოთხოვნა არის, დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიდგენს", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოზე, ონლაინ გაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში.

"დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე - ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ პრიორიტეტების დაყენება დღეს უკვე არ იქნება სწორი. ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.