მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი პატრიარქს: საქართველო ამაყია, რომ თქვენი სახით ჰყავს მოსიყვარულე მამა

სალომე ზურაბიშვილი და ილია მეორე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს აღსაყდრების დღე მიულოცა.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ თქვენი აღსაყდრების დღეს!

თქვენ უმძიმეს პერიოდში მოგიწიათ მოღვაწეობა. თქვენგან საქართველო ყოველთვის მოითხოვდა და ახლაც მოითხოვს არა მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის ერთგულ მსახურებას, არამედ ჩვენი სამშობლოსა და ქართველი ერის მრავალეთნიკური საზოგადოების სიყვარულს, მისი სიკეთისა და ერთიანობისთვის ბრძოლას.

საქართველო ამაყია, რომ თქვენი სახით ჰყავს მოსიყვარულე მამა, ურყევი ბურჯი, რომელმაც თავის თავზე აიღო უამრავი დარტყმა და დღემდე ურყევად იღვწის მშვიდობისა და ერის ერთიანობისათვის“, - ასე ულოცავს პრეზიდენტი ილია მეორეს აღსაყდრების დღეს.

ცნობისთვის, დღეს, 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს პატრიარქობის 43-ე წელი გახლავთ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🧐 კახა კალაძე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვულოცავ აღსაყდრების დღეს