მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო, მისნაირი ადამიანი პოლიტიკაში არც ისე ხშირია

პრეზიდენტი ეკლესიაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა, რაც პოლიტიკაში არც ისე ხშირია.

ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 2 დეკემბერს ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 კალაძე: კობა დავითაშვილის სახით საქართველომ სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანი დაკარგა

👉 კობა დავითაშვილი გარდაიცვალა