საზოგადოება

პრეზიდენტმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

უმაღლესმა მთავარსარდალმა
ქართველ
მშვიდობისმყოფელთა ასეული
ავღანეთში გააცილა
1607166606
დაკოპირებულია

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართულ კონტინგენტს მისიაში საქართველოს დროშა გაატანა, კოალიციურ ძალებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თქვენი გაცილება. დიდი პატივია, რადგან, თქვენ იქ თქვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებისა და მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ძალიან მაღალ მისიას ასრულებთ.

ის შეფასება, რაც ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, ჩვენი პარტიორებისგან, ნატოს პარტნიორებისგან მივიღეთ, დიდწილად თქვენი დამსახურებითაა. თქვენი რეპუტაცია ჩვენი ძველი, ტრადიციული სამხედრო გმირობის რეპუტაციაა, რომელიც დღემდე გრძელდება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ!

დღეს მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა - პანდემიის გამოწვევის წინაშე, და ის ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრზე მეტყველებს. მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ.

მინდა, გისურვოთ წარმატებები, გისურვოთ შემართება, მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში და თქვენს ოჯახებში. მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა ყველას: თქვენც და ჩვენც, და ვიცი, რომ თქვენი მისია წარმატებული იქნება! ღმერთი გფარავდეთ!“, - მიმართა პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება. 

1611405319

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს.

1611404304

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

1611403946

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მისი თქმით თუ მმართველი პარტია კომპრომისზე არ წავა, ცხელი გაზაფხულია მოსალოდნელი. მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

1611403243
პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე Pia.ge

„ცივი გონებით მოქმედება სჯობს“ - არჩილ თალაკვ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა.

პენტაგონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფროამერიკელი უხელმძღვანელებს. სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსთინი დაამტკიცა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა იმ...

პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს  სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.

1611393232
შოთა ბურჯანაძე: ბიზნესი შეზღუდვების გახა...

შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა  რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.