მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო

პროექტი ღია ცის ქვეშ დაიწყო

თბილისში პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგა. კონცერტი ასევე გაიმართა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახლად განახლებულ პარკში და მასში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონცერტებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას ემსახურება.

„თბილისის მერია განაგრძობს პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ემსახურება კულტურის სფეროს მხარდაჭერას. სხვადასხვა უბანში, ღია ცის ქვეშ, ჩვენ შევთავაზებთ მოსახლეობას მონატრებულ შემსრულებლებს. პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ და კიდევ ბევრ ლოკაციაზე შევხვდებით’’, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„თბილისის ცის ქვეშ“ დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო. პროექტი ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.

მომდევნო კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის პარკში, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ჩატარდება. ამასთანავე, მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალი კვირიდან უკვე „მზიურის“, კიკვიძის და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება.

პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.