მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა

საქართველოდან  2 514 ტონა ვაშლი ექსპორტირდა

დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია. ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 514 ტონა ვაშლი, რაც თითქმის 7-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ქართული ვაშლის ექსპორტი წელს, ძირითადად რუსეთის ფერედაციის და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციულ ბაზრებზე ექსპორტირდა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ვაშლის ექსპორტი სომხეთის რესპუბლიკის, სინგაპურის და ჰონკონგის მიმართულებით განხორციელდა.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (2431.8 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (75. ტონა), სომხეთის რესპუბლიკა( 6.5 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0.3 ტონა)

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 370 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 1 098 აშშ დოლარს წარმოადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე არსებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.