მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის შენობა

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა გადაიდო და 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირებული პირები გამოცდის ჩატარების კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოგვიანებით მიიღებენ.

„პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში პროკურატურაში სამუშაოდ მისაღებად. სრულ ინფორმაციას პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების წესის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე “, - ნათქვამია ინფორმაციაში.