მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა

პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში’’ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ავრცელებენ.

უწყების ცნობით, სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის, მომზადდა საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლების და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტის მიერ:

„სახელმძღვანელო მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა, ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. წიგნში გაანალიზებულია ევროსასამართლოს პრაქტიკა ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევაზე. კრებული ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დახმარებით გამოიცა. სახელმძღვანელოს პრეზენტაციას საქართველოს პროკურატურის, ევროკავშირის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს პროკურატურისათვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დაცვა და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.